მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა

კანაფი
1641994481
COVID-19

ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნებული ლაბორატორიული კვლევის თანახმად, კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კანაფში არსებული ორი ნაერთი - კანაბიგეროლისა და კანაბიდიოლის მჟავები, ქიმიური სკრინინგის დროს, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ ნაერთებად გამოვლინდნენ. მჟავებმა ვირუსს დაუბლოკეს ის გზა, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.

მკვლევარებმა ლაბორატორიაში გამოცადეს ნაერთების ეფექტი ვირუსის ალფა და ბეტა ვარიანტებზე. კვლევა ინფიცირებულ ადამიანზე კანაფის ნაერთის გამოცდას არ მოიცავდა. 

„ამ ნივთიერების ნაერთებს ადამიანებში უსაფრთხო გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. კვლევის შედეგებით კორონავირუსის თავიდან აცილებისა და მკურნალობის პოტენციალი გაჩნდა“, - განაცხადა ორეგონის შტატის Global Hemp Innovation Center-ის მკვლევარმა რიჩარდ ვან ბრემენმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

📢 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?

📢 დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?