მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოლაფსი იქნება, როცა ჰოსპიტალური სექტორი ვეღარ აუვა პაციენტების მიღებას“ - მაია ზალდასტანიშვილი

ძალიან დამძიმებულია განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა
1637745679
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების უფროსი მაია ზალდასტანიშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს და მოსახლეობას კოვიდვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

ზალდასტანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას უძლებს იმიტომ, რომ ბევრი პაციენტი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს.

„შეიძლება უკვე ტრაფარეტულია, მაგრამ მოვუწოდებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ეს იქნება კოლაფსი, როცა ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულ პაციენტებს. ამას ჰოსპიტალური სექტორი უძლებს და არ არის კატასტროფა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება ბინაზე. ისწავლა ბევრმა მოქალაქემ, რომ დაუდასტურდება არ არის აუცილებელი იმ წუთში დაწვეს კლინიკაში. 

თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის განსაზღვრა, როდის სჭირდება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია. ეს მომენტი არ უნდა გამოეპაროს ოჯახის ექიმს და პაციენტს“, - აღნიშნა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ზალდასტანიშვილმა.  

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვაქცინის მესამე დოზა ხანგრძლივად მუშაობს“ - ამირან გამყრელიძე