COVID-19

„კორონავირუსი კვლავ სერიოზული საფრთხეა“ - გერმანიის ჯანდაცვის წარმომადგენლები

გერმანიის ჯანდაცვის წარმომადგენლები
1642275785
დაკოპირებულია

„კორონავირუსი რჩება სერიოზულ საფრთხედ, რადგან „ომიკრონ“ ვარიანტი მთლიანად ჩაანაცვლებს დელტას უახლოეს დღეებში“, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ.

ვირუსოლოგის კრისტიან დროსტენის თქმით, 60 წელზე უფროსი ასაკის 3 მილიონ ადამიანს ჯერ არ გაუკეთებია აცრა და თითქმის 9 მილიონს არ მიუღია გამაძლიერებელი დოზა, რაც მათ დაუცველს ხდის უაღრესად გადამდები ვარიანტის მიმართ.

„ვაქცინაციაში არსებული ხარვეზი ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა“, - ამბობს ვირუსოლოგი. 

გერმანიას აქვს შედარებით დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. მოსახლეობის 72,5% ითვლება სრულად აცრილად, ხოლო 45,9%-ს აქვს გაკეთებული გამაძლიერებელი დოზა.

იტალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს აქვთ დაახლოებით 75%-იან ნიშნულზე ან ზემოთ, მაშინ როცა პორტუგალიასა და მალტას მოსახლეობის 80%-ზე მეტი სრულად არის აცრილი.

ვირუსოლოგის თქმით, კორონავირუსს რაღაც მომენტში უნდა მიეცეს საშუალება, გაიაროს თავისი კურსი.

ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა გამორიცხა ამ დროისთვის არსებული კორონავირუსული ზომების შემსუბუქება და დასძინა, რომ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა შეიძლება გახდეს საჭირო, თუ ინფექციის რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ან საავადმყოფოები გადატვირთა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელები არიან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე