მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი მალე გრიპს დაემსგავსება - ბრიტანელი ექსპერტი

კორონავირუსის პანდემია
1642422091
COVID-19

ბრიტანელი პროფესორი მაიკ თილდესლი ამბობს, რომ ომიკრონი, რომელიც წინა შტამებზე სუსტია, მიუთითებს, რომ პანდემია, შესაძლოა, გრიპის მსგავსი გახდეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

მისი ინფორმაციით, ომიკრონით გამოწვეული ტალღა შენელდა. ბოლო დღეებში დიდ ბრიტანეთში ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 38%-ით შემცირდა.

„თუ ახლა დღეში ინფიცირების 70 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დეკემბრის ბოლოს ეს ციფრი 200 ათასს აღწევდა“, - აცხადებს ბრიტანელი ექსპერტი.   

ამავე დროს ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია სიტუაციაზე დაკვირვება, რადგანაც ორი კვირის წინ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა და ამის შედეგი მომდევნო კვირას გამოჩნდება.

„როგორც წესი, ვირუსის მომდევნო შტამები უფრო გადამდებია, მაგრამ კლინიკური გამოვლინება მათ უფრო სუსტი აქვთ. მე ვიმედოვნებ, რომ უფრო თბილი ამინდის დადგომასთან ერთად შეზღუდვებიც მოიხსნება და ჩვენ ვისწავლით კორონავირუსთან ცხოვრებას, როგორც თავის დროზე გრიპთან ცხოვრება ვისწავლეთ“, - ამბობს პროფესორი.

ის მიესალმება დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას კარანტინის ვადის შემცირების შესახებ, რადგანაც 7-დღიანი იზოლაციის შედეგად სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში კადრების ნაკლებობის პრობლემა შეიქმნა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პანდემია 2022 წელს დასრულდება - გერმანელი ვირუსოლოგი

🔴  მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს იმაზე მეტი ფული აქვთ, ვიდრე 3,1 მილიარდ ღარიბ ადამიანს ერთად - Oxfam International

🔴  „ბავშვები უფრო იცავენ წესებს და ატარებენ პირბადეს, ვიდრე ზრდასრულები“ - გიორგი ღოღობერიძე სასწავლო პროცესის განახლებაზე