მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი Pia.ge
1638094506
COVID-19

კორონავირუსის ახალი ვარიანტის დაფიქსირების გამო, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს სამხრეთ აფრიკიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას შესთავაზებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით გადაუდებელ ზომებს აამოქმედებს, აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად  B.1.1.529 (კორონავირუსის ახალი შტამის) გამო, რომელიც შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან შემაშფოთებელია:

„დღეს მეცნიერებსა და ვაქცინების მწარმოებლებს ვესაუბრე. ისინიც იზიარებენ ამ შეშფოთებას. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე აიცერით. დაიცავით წესები საკუთარი თავის დასაცავად. ვაქცინების მწარმოებლებთან ევროკავშირის კონტრაქტებში ნათქვამია, რომ ვაქცინა ახალ ვარიანტებს დაუყოვნებლივ უნდა მოერგოს. ევროპამ სიფრთხილის ზომები მიიღო“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც, მათი თქმით, უამრავი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა ევროპაშიც დაფიქსირდა. 

ამავე თემაზე:

„ვცდილობთ, დავადგინოთ აქვს თუ არა ვირუსს იმუნიტეტი ვაქცინების მიმართ“ - ენტონი ფაუჩი

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტს - სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები - ევროპაში Covid 19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა