ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ აფრთხილებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ.
„ჯანმო ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, განაგრძონ მეცნიერული მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია რისკის შეფასებაზე რაიმე ზომების შემოღებისას“ , - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
⚫ „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი
⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა
⚫ რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე
⚫ კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება