მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა იქნება ბოლო ამდენი შეზღუდვით“ - ალბერტ ბურლა

ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა Pia.ge
1642445105
COVID-19

„კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა იქნება ბოლო ამდენი შეზღუდვით“, - ამის შესახებ „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.

„ვირუსი მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს ცირკულაციას. ეს არის ვირუსი, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერების მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით ეს ტალღა იქნება ბოლო ამდენი შეზღუდვით“, - აცხადებს ალბერტ ბურლა.

„ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა:

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ ვაქცინის ახალ ვერსიაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძველ ვარიანტებს, არამედ „ომიკრონს“. ასევე, ვმუშაობთ სხვა კომბინაციებზე და მარტში გვეცოდინება რომელი მუშაობს საუკეთესოდ“, - აღნიშნა ბურლამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამი დოზის მიღება სრული ვაქცინაციისთვის და შემდეგ წელიწადში ერთი დოზა, გარდა იმუნოკომპრომეტირებული ადამიანებისა, რომელთა ვაქცინაცია ყოველკვარტალურად შეიძლება.

„ჩვენ ვაკეთებთ ანალიზებს მეოთხე დოზის ეფექტიანობის გასარკვევად, მაგრამ ამ ანალიზების შედეგები ჯერ არ გვაქვს“, - ამბობს „ფაიზერის“ დირექტორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე