მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის პანდემია ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია - აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნა

უჰანის ლაბორატორია
1677500469
COVID-19

Covid 19-ის პანდემია, დიდი ალბათობით,  ინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს. 

ამ დასკვნის მიხედვით, ვირუსი ლაბორატორიაში ახალ იარაღზე მუშაობის დროს არსებობდა და ის ჩინელ მეცნიერებს შემთხვევით „გაეპარათ“.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის „ზომიერად სარწმუნოა“ და 100%-იანი სიზუსტით ამ ვერსიაზე საუბარი, ბუნებრივია შეუძლებელია.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანგარიში შეერთებული შტატების 17 წამყვანი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნას ეფუძნება. ალტერნატიული ვერსია, რომელსაც აშშ-ის მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებდნენ, ცხოველს (მაგ. ღამურას) უკავშირდებოდა, საიდანაც ვირუსი სხვადასხვა გზით ადამიანებს გადაეცა. 

2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის გლობალურ პანდემიას ჯანდაცვის ორგანოები აშკარად მოუმზადებლები შეხვდნენ. მას შემდეგ, ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად 7 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. მან, ასევე, ეკონომიკის რამდენიმე სფეროს, განსაკუთრებით ტურიზმს, უდიდესი ზარალი მიაყენა.

კორონავირუსი პოლიტიკური დებატების საგანიც გახდა. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას „ჩინურ ვირუსს“ უწოდებდა და ამით ფაქტობრივად, რასობრივი დისკრიმინაციის ინსპირირება მოახდინა. მისი შემცვლელი, ჯო ბაიდენი, პირიქით, ამ თემის პოლიტიზებას ერიდებოდა. პოლიტიზებულია ასევე ეპიდემიის გამომწვევი მიზეზების დადგენის საკითხიც.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნა 4 წინა თეორიას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ვირუსი ლაბორატორიიდან ცხოველის ორგანიზმით გააღწია. რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მას ამ საკითხზე ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებია და კვლავაც ორ ვერსიას განიხილავს. ორივე ვერსიის ავტორები ერთ დასკვნაზე თანხმდებიან - ვირუსის გაჟონვამდე ჩინურ ლაბორატორიაში ახალი ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ის, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებში ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსია არსებობს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმაც განაცხადა.

„არსებობს ორი ძირითადი პოზიცია და კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ საბოლოო დასკვნისთვის მეტი ინფორმაციაა აუცილებელი, რომელშიც აშკარად არ არის საკმარისი,“ - განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში ენერგეტიკის დეპარტამენტის ჩართვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება იყო, რათა ამ რთული საკითხის დასადგენად ყველა რესურსი, ინსტრუმენტი და ძალისხმევა იყოს გამოყენებული.

აშშ-ის დაზვერვის პირველი დასკვნის მიხედვით, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გავრცელდა. ეს ფაქტი 2019 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ვირუსთან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილე სამი მეცნიერი ვირუსით ინფიცირდა. 

რაც შეეხება ჩინეთის ოფიციალური სტრუქტურების პოზიციას, ისინი უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ამასთანავე, უჰანში საერთაშორისო კომისიის ჩასვლას და გამოძიების ჩატარებასაც არ თანხმდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას - სააკაშვილი

✔️ პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს წინაპირობას, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება მშვიდობიანი მიმართულებით მიდის

✔️ რუსეთმა მიაღწია თანამშრომლობის გაფართოებას და ჩაშალა კოლექტიური დასავლეთის გეგმები - ლავროვი

✔️ „საფრთხე დემოკრატიის მშენებლობაში“ - გაერო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს