მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, მაგრამ დრამატულ მატებას არ ველოდებით - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1657123936
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების მატება და პიკი შესაძლოა, შემოდგომაზე იყოს. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმის მოლოდინი არ არის, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დრამატულად გაიზრდება. 

ცერცვაძის აზრით, ინფიცირების ზომიერი მატება იქნება.

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.

„ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა.

პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ  ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა ვართ და მოხსნილია ყველა რეგულაცია. მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მიაღწევს. ცუნამსაც არ ველოდებით, არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც  წლის დასაწყისში იყო“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დიდია გადადების სისწრაფე, გადამდებლობით მხოლოდ წითელას ჩამოუვარდება“ - ჩხაიძე კორონავირუსის მე-5 ვარიანტზე

👉 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

👉 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა

👉 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?

👉„BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა