მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდის ახალ ვარიანტს შესაძლოა, ვაქცინები ვერ მოერიოს - ჯავიდის გაფრთხილება

კორონავირუსი
1638095278
COVID-19

„სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Covid 19-ის ახალი ვარიანტი შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე დელტას შტამი და ვაქცინები „შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი იყოს მის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.  

მისი თქმით, კოვიდის ახალი ვარიანტის „ნუს“ გაჩენა „უზარმაზარ საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს“.

„სრულიად შესაძლებელია, რომ ახალი შტამი აფრიკის ქვეყნების ფარგლებს გარეთ გავრცელდა, სადაც ვარაუდობენ, რომ განვითარდა, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ჯერ არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს და დასძინა, რომ ახალი ვარიანტი, ცნობილი როგორც B1.1.529,  პირველად ჰონგ კონგში აღმოაჩინეს და ის სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდება. „დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაადგინა ამ ახალი ვარიანტის პოტენციური საფრთხე და გააფრთხილა საერთაშორისო პარტნიორები“, - თქვა მან.

„დამატებითი შემთხვევები გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში და ბოტსვანაში და დიდია ალბათობა, რომ ის ახლა სხვა ქვეყნებში გავრცელდეს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ამ ახალმა ვარიანტმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. კორონავირუსის ახალ ვარიანტს აქვს უჩვეულოდ დიდი რაოდენობით მუტაციები“, - განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

26 ნოემბერს, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ დაასახელა B1.1.529, როგორც გამოძიების ახალი ვარიანტი და ტექნიკურმა ჯგუფმა მას უწოდა „გამოძიების ქვეშ მყოფი ვარიანტი ძალიან მაღალი პრიორიტეტით“.

„ეს არის ერთადერთი ვარიანტი ამ აღნიშვნით, რაც მას უფრო პრიორიტეტულს ხდის, ვიდრე ბეტა შტამი. ის იზიარებს ალფა, ბეტა და დელტა ვარიანტების ბევრ მახასიათებელს. ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ ეს ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე დელტას ვარიანტი და ამჟამინდელი ვაქცინები შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი იყოს მის წინააღმდეგ“, - ამბობს საჯიდ ჯავიდი.

ამასთან, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კოვიდის ახალი ვარიანტის „ექსპონენციალური“ ზრდა სამხრეთ აფრიკაში შემაშფოთებელია, რადგან მიიჩნევა, რომ ქვეყნის მოსახლეობას ძლიერი ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს, რისი თქმის საფუძველსაც სხვა შტამებით ადრინდელი ინფიცირების შემთხვევები იძლევა. ინგლისმა აფრიკის ხუთი ქვეყანა - სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ესვატინი, ნამიბია და ზიმბაბვე - 26 ნოემბერს  წითელ სიაში შეიყვანა.

„ყველამ, ვინც ჩამოვიდა ამ ქვეყნებიდან ბოლო 10 დღის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს PCR ტესტები ინფექციის შესამოწმებლად“, - აღნიშნა ჯავიდმა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ სწრაფად და ხარისხიანად ვმუშაობთ ამ გაურკვევლობის მოსაგვარებლად.  ჩვენ ვაგრძელებთ შეფასებებს, მათ შორის იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამოგზაურო კავშირები სამხრეთ აფრიკასთან. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, სამხრეთ აფრიკასა და ევროკავშირთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ეს ვარიანტი არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის, რომ ეს პანდემია შორს არის დასასრულისგან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილით მოქმედება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ვირუსი თავიდან ავიცილოთ, მათ შორის ვაქცინაციითა და ბუსტერის დოზებით. ჩვენთან რევაქცინაციის 16 მილიონზე მეტი დოზა ჩატარდა. ბუსტერული დოზა მნიშვნელოვანი იყო კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენამდე, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი. ასე რომ, გთხოვთ, გაიკეთეთ ბუსტერ დოზა”, - თქვა ჯანდაცვის მდივანმა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში უდიდეს პროგრესს მიაღწია, რასაც, მისი თქმით, შენარჩუნება სჭირდება:

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და გააგრძელებს აუცილებელი ზომების მიღებას მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. ყველამ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ“, - აღნიშნა ჯავიდმა.

მოგვიანებით, სპიკერმა დაუნინდ სტრიტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ამჟამინდელ მონაცემებში არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყანა შეზღუდვებთან დაკავშირებით გეგმა B-ზე გადავიდეს, რაც გულისხმობს პირბადის სავალდებულო ტარებას, ხალხმრავალ ადგილებში ვაქცინაციის საშვებსა და დისტანციურ მუშაობას.

სპიკერმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, საჭირო გახდება თუ არა საჭირო ბავშვებსა და 40 წლამდე მოქალაქეებში ბუსტერული დოზის გაკეთება კორონავირუსის ახალი შემთხვევის საფრთხის გამო.

„ეს გადაწყვეტილება  ვაქცინაციისა და იმუნიზაციის დამოუკიდებელმა ერთობლივმა კომიტეტმა მიიღო, რომელიც  ყოველთვის მიანიჭებს პრიორიტეტს პაციენტის უსაფრთხოებას ამ სფეროების ანალიზისა და განხილვისას“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საჭირო გახდეს ახალი ვაქცინა Nu-ს ვარიანტთან გასამკლავებლად, სპიკერმა თქვა, რომ არსებობს „გაურკვევლობის მაღალი ხარისხი“ და ამ საკითხის შესაფასებლად საჭიროა საერთაშორისო დონეზე მუშაობა.

ამავე თემაზე:

📣 მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

📣 რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტს - სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

📣 გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები - ევროპაში Covid 19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა