მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს - ზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი
1676548215
COVID-19

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც არაერთხელ ვთქვი - ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ევროპული მედიასაშუალებები საბჭოთა სტილის ცენზურის ქვეშ მოქმედებენ“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს. 

როგორც ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, ანალოგიური ვითარება იყო 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ.

მისივე თქმით, მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ანალოგიური ვითარება 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ. რამდენჯერმე ხსნიდნენ ერთი და იგივე გზას თუ საწარმოს და ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოს დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ჰქონია. ბევრს ემახსოვრება, კლიპებით როგორ გვიჩვენებდნენ აქსის თაუერის მშენებლობას და გვიცხადებდნენ, რომ მისი ფუნდამენტის მოსამზადებლად ლამის ბომბეიმდე უწევდათ მიწის ამოღება, როცა ჯერ მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო. სხვათა შორის, იმ მშენებლობის დასრულება საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიებს გასდევდა კომუნისტური სტილის ყალბი ლოზუნგი - არ შეაჩეროთ მშენებლობა! მონოპოლიური მედიის ნარკოტიკული ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ აღმშენებლობის ბუმის ყალბი აღქმის გავლენის ქვეშ ნაცმოძრაობის ათეულობით ათასი ამომრჩეველი დღემდეა დარჩენილი.

დღეს, როდესაც გზების, საწარმოების, სასტუმროების თუ სხვა ობიექტების მშენებლობის ტემპი ხუთჯერ და ათჯერ არის გაზრდილი, მოქმედი ხელისუფლება ამით ჭარბად არ ტრაბახობს, რასაც თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება ეჩვევა აზრს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა არა ხელისუფლების წყალობა, არამედ მისი ვალდებულებაა. მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს. საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. სინამდვილეში პოლიტიკა სიბინძურეა, დიდი პოლიტიკა კი - დიდი სიბინძურე.

დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ეშმაკები და ანგელოზები და აქ ყველა მოქმედებს თომას ჰობსისეული პრინციპით - კაცი კაცისთვის მგელია. ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა“, - წერს ზაზა შათირიშვილი.