მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მწვანე პასპორტი 100%-იანი გადამწყვეტი დოკუმენტი არ არის“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1643647286
COVID-19

„მწვანე პასპორტი 100%-იანი გადამწყვეტი დოკუმენტი არ არის“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ მწვანე პასპორტებმა ნაკლებად იმუშავა და ის განიხილება როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წახალისებისთვის.

„მწვანე პასპორტები იდეალური არ არის.  ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათი შეხედულებით სწორი იყო. ჩემი შეხედულებით, არ იყო სწორი. მწვანე პასპორტს მივცემდი მათ, ვისაც გადატანილი აქვს 6 თვის განმავლობაში, რადგან 6 თვის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ იმუნიტეტი არ მუშაობდეს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მწვანე პასპორტი 100%-იანი გადამწყვეტი დოკუმენტი არ არის. მწვანე პასპორტი განიხილება როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წახალისებისთვის, რომელმაც ნაკლებად იმუშავა. განსხვავებული აზრი მაქვს, იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, განსხვავებული აზრი აქვთ. ეჭვი მაქვს, რომ მათ ადამიანების უკმაყოფილება შეარბილეს, ანუ ნაკლები ადამიანი დარჩა უკმაყოფილო იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, ცივილიზებულ ქვეყნებში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში იმდენად სერიოზული გამოსვლები იყო მწვანე პასპორტების წინააღმდეგ, რომ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დასჭირდათ. მაკრონმა გაგამწარებთო, პირდაპირ დაემუქრა მოსახლეობას. ჩვენთან მთავრობა რომ ასე ვინმეს დამუქრებოდა, არაადამიანობის ათას მუხლს მოუძებნიდნენ. 

ბრიტანეთს ყველაზე კარგად აქვს საქმე. მას ძალიან კარგი კომბინაცია გამოუვიდა - „ასტრაზენეკას“ პირველი ორი დოზა და „ფაიზერი“ მესამე, ეს აღმოჩნდა ყველაზე ეფექტიანი კომბინაცია „ომიკრონის“ მიმართ“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე

🔘 „ივერმექტინი“ ეფექტიანია „ომიკრონ“ ვარიანტის სამკურნალოდ - იაპონიის ფარმაცევტული კომპანია

🔘 „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

🔘 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი