მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მწვანე სტატუსს ის პირებიც მიიღებენ, ვისაც კოვიდი ტესტით არ დაუდასტურდათ, მაგრამ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს
1643102535
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მწვანე პასპორტების ბაზაში ის პირებიც აისახებიან, რომელთაც კორონავირუსი ტესტით არ ჰქონდათ დადგენილი, თუმცა ჰქონდათ სიმპტომები და გარკვეული პერიოდი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას გაასაჯაროვა, რომელიც გაუტესტავი ადამიანების მიერ კოვიდის გადატანის საკითხს ეხებოდა.

„ამაზე სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, თუ ადამიანი არ არის გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას მეთვალყურეობდა ოჯახის ექიმი, ის შესაბამის ბაზაში აისახება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მოგვიანებით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი ნათქვამი საზოგადოებამ არასწორად გაიგო - „მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მწვანე სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჟღერებულ მოსაზრებებს. 

გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„ჩემი განცხადება სწორედ არ იქნა აღქმული. სამწუხაროდ, შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე კითხვასთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს.

ბევრი მომართვა გვქონდა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე ანუ ბაზაში.

ამ ადამიანებისთვის და მსგავსი შემთხვევებისთვის ბრძანება გამოიცა, რომ 1-ელ დეკემბრამდე ადამიანები, ვისაც ასეთი პირობები და მოცემულობა ჰქონდათ, თუ ისინი იყვნენ აღრიცხული და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, აი, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში. ანუ ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“?

⭕ „ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ზაზა წერეთელი