მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ - სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი

„ომიკრონი“ - სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1637953314
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია - „ომიკრონი“.

„მოწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, WHO-მ დაასახელა B.1.1.529, როგორც შეშფოთების ვარიანტი, სახელად Omicron“, - ნათქვამია გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებაში.

ჯანდაცვის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს შტამი ყველაზე შემაშფოთებელია დელტა ვარიანტის შემდეგ. „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

ომიკრონი - რა არის ცნობილი ახალი შტამის შესახებ?

სამხრეთ აფრიკელ მეცნიერთა აზრით, „ომიკრონის“ შტამი ძალიან განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.

„ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური გზა, დაახლოებით 50-მდე მუტაციის ეტაპი გაიარა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ, სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა

50 მუტაციიდან დაახლოებით 30-მა იმოქმედა ეგრეთ წოდებულ სპაიკის პროტეინზე - ანუ ნივთიერებაზე, რომლის მეშვეობით ვირუსი ადამიანის უჯრედებში შეღწევას ახერხებს.

მაგრამ ეს არ არის ახალი შტამის ყველაზე საშიში თვისება, ამბობენ მეცნიერები, რადგან ვაქცინების უმეტესობა სწორედ ამ სპაიკების განეიტრალებას ახერხებს.

ვირუსის კიდევ ერთმა ნაწილმა, რომელიც ორგანიზმთან კონტაქტში მას შემდეგ შედის, რაც პროტეინმა უჯრედისკენ გზა გაუხსნა, ახალ ვარიანტში 10 მუტაცია განიცადა. შედარებისთვის, დელტას ვარიანტში ვირუსის ამ სეგმენტმა მუტაცია ორჯერ განიცადა.

რამდენად საშიშია B.1.1.529?
მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური მუტაცია სულაც არ არის საშიში ადამიანისთვის, ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ ვირუსისგან, რომელიც უჰანში დაფიქსირდა და რომელმაც  პანდემია გამოიწვია.

ეს ნიშნავს, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები შეიძლება საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.

კერძოდ, ზოგიერთი მუტაცია შეუძლებელს ხდის ანტისხეულების მიერ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ისევე მარტივად ამოცნობას, როგორც აქამდე იყო.

მეცნიერები შიშობენ,  რომ ახლა ვირუსს გავრცელების უფრო ფართო შესაძლებლობები გააჩნია. ახალმა შტამმა, როგორც ჩანს, ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთი მექანიზმის გვერდის ავლა ისწავლა, რაც ბოლო დრომდე ვირუსის საკმაოდ ადვილად ამოცნობის საშუალებას ქმნიდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი პროცენტია.

ასევე გაურკვეველია, რამდენად უფრო მძიმე ან მარტივია ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა დელტა შტამით ინფექციასთან შედარებით.

ლაბორატორიული კვლევები გრძელდება. მათ დასრულებამდე ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააძლიერონ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და რეგულარულად მიაწოდონ სტატისტიკა B.1.1.529-ის გავრცელების შესახებ.

ომიკრონი - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს?

ანჟელიკ კოეტზე არის პირველი სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინა და ამის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.

ექიმმა პირველად ახალი ვარიანტის შესახებ მაშინ ივარაუდა, როდესაც პრეტორიაში, საკუთარ კლინიკაში კოვიდპაციენტებს უჩვეულო სიმპტომები დაუფიქსირდათ.

ექიმის თქმით, პაციენტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ უენერგიობა და 6 წლის ბავშვი, რომელსაც პულსი ძალიან ჰქონდა აჩქარებული. არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა გემოვნების ან ყნოსვის დაკარგვა, რაც Covid-ის საერთო ინდიკატორია.

„ომიკრონის“ სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა მსუბუქი“, - აღნიშნავს სამხრეთაფრიკელი ექიმი.

ანჟელიკ კოეტზეს ცნობით, კოვიდპაციენტს აღენიშნებოდა ახალი ვარიანტის სიმპტომები. უმეტესი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რომელთაც დაღლილობა აღენიშნებოდათ. მათგან დაახლოებით ნახევარი არავაქცინირებული იყო.

ექიმი აცხადებს, რომ ახალმა ვარიანტმა შეიძლება კვლავ დააზიანოს ხანდაზმული ადამიანები, თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი ან გულის დაავადება.

„ყველაზე მეტად იმაზე ვღელავთ, რომ ასაკოვანი ან არავაქცინირებული ადამიანები დაავადდებიან ახალი ვარიანტით. არავაქცინირებულებში ბევრი ადამიანი დამძიმდება“, - აცხადებს ექიმი.

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს?

🔴 პულსის აჩქარება

🔴 უკიდურესი დაღლილობა

🔴 უენერგიობა

🔴 მაღალი ტემპერატურა

ომიკრონს არ აღენიშნება

🔵 გემოვნების დაკარგვა

🔵 ყნოსვის დაკარგვა

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

„საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC

კოვიდის ახალ ვარიანტს შესაძლოა, ვაქცინები ვერ მოერიოს - ჯავიდის გაფრთხილება