მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ საშიშია იმიტომ, რომ კოვიდმა დაიწყო ინტერგენომური თამაშები და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული Pia.ge
1639060430
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ სოციალური ქსელით ახალი ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, „ომიკრონის“ გენომის შესწავლისას გამოჩნდა, რომ კოვიდი სხვადასხვა ვირუსების მავნე მახასიათებლებს ითვისებს და პოტენცია აქვს, რომ უძლეველი გახდეს. 

„ომიკრონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი „სპაიკ“- პროტეინის ამინომჟავათა 26 მუტაციაში არის 23 ჩანაცვლება (substitution), 2 წაშლა (deletion) და ერთი, აქამდე უნახავი ჩამატება ( insertion); სწორედ ეგ არის ins214EPE.

ჩამატება მუტაცია იმიტომ არის საშიში, რომ საიდანღაც, კერძოდ სხვა ვირუსის გენომიდან მოათრია კოვიდმა ეს ინფორმაცია და შეითავსა თავის გენომში. ანუ, კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს და სრულიად უძლეველი გახდეს...“, - აღნიშნავს ზურაბ გურული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი