მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონისგან მხოლოდ სამშრიანი პირბადე გვიცავს - ექსპერტები

სამედიცინო პირბადეები
1640778523
COVID-19

იმის გამო, რომ ომიკრონის შტამი დედამიწაზე სწრაფად ვრცელდება, ექსპერტები პირბადეების გამოყენების წესების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივი ნაჭრის პირბადეებს ეხება. ინფორმაციას СNN ავრცელებს

ნაჭრის პირბადე - უბრალოდ სახის ატრიბუტია, ის ომიკრონისგან ნამდვილად არ გვიცავს. ეს უკვე ზუსტად იციან მეცნიერებმა და ოფიციალურმა პირებმა“, - განაცხადა CNN-ის სამედიცინო ანალიტიკოსმა ლეანა ვენმა. 

„აუცილებელია მინიმუმ სამშრიანი ქირურგიული პირბადის ტარება. ის შეგიძლიათ ნაჭრის პირბადესთან ერთად ატაროთ, მაგრამ მხოლოდ ნაჭრის პირბადეს არანაირი აზრი არ აქვს. ეს პირბადე აფთიაქებში და, ასევე, სუპერმარკეტებშიც იყიდება“, - განმარტა ეპიდემიოლოგმა ვენ ცზიაბაომ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიზანშეწონილია KN95-ის ან  N95-ის პირბადის ტარება. ის რამდენიმე დოლარი ღირს. ამ პირბადეებში პოლიპროპილენის ნაჭერი გამოიყენება, რომელიც მექანიკური და ელექტროსტატიკური ბარიერის მსგავსად მოქმედებს. შესაბამისად, პირბადეები პირში და ცხვირში მცირე ნაწილაკების მოხვედრისგან ორგანიზმს უკეთესად იცავენ და მისი სწორად გამოყენებისთვის პირბადე სახეს კარგად უნდა მიეკრას. 

პირბადის გამოყენების წესებში ცვლილება

 

პანდემიის დაწყებიდან პირველი თვეების განმავლობაში ექსპერტები მოუწოდებდნენ რიგით მოქალაქეებს, რომ N95-ის ტიპის პირბადეების შეძენისგან თავი შეიკავონ, რადგანაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტს განიცდიდნენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ორი და მეტ შრიანი პირბადეები გამოიყენონ, რომლის გარეცხვაც შესაძლებელია.

გერმანიასა და ავსტრიაში პირბადეებთან დაკავშირებით, ასევე, ახალი სტანდარტები დაწესდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქირურგიული სტანდარტის სამედიცინო პირბადეების ტარებაა აუცილებელი. 

„ჩვეულებრივ ნაჭრის პირბადეს დიდი წვეთების გაფილტვრა შეუძლია, მაშინ როდესაც N95-ის ტიპის პირბადეები როგორც დიდ წვეთებს, ასევე, მცირე ნაწილაკებს აჩერებს. ჰაერში არსებული წვეთები ვირუსის გადატანის ძირითადი საშუალებაა. ჩვეულებრივი ნაჭრის პირბადე ამ ნაწილაკების 75%-ს ატარებს, რაც როგორც ჩასუნთქვის, ასევე ამოსუნთქვის დროს ხდება“, - ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოცენტი ერინ ბრომეიჯი. 

რაც შეეხება N95-ის პირბადეებს, ის ჰაერში არსებული ნაწილაკების 95%-ს აჩერებს. CDC-ს ინფორმაციით, ერთჯერადი ქირურგიული პირბადეები 5-10%-ით ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე N95-ის პირბადეები. ქირურგიულ პირბადეებს, ასევე, აქვთ 1,2 და 3 დონეები ნაკლებად ეფექტიანებიდან მაღალ ეფექტიანობამდე.

რატომ გავრცელდა ომიკრონის შტამი ასე სწრაფად, ბრომეიჯს უჭირს ამის შეფასება, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ხარისხიან პირბადეებს შტამის გავრცელების შენელება შეუძლია.

„ვირუსის გადაცემას გარკვეული დრო სჭირდება. როდესაც თქვენ ხარისხიანი პირბადე გიკეთიათ, ვირუსით ინფიცირებისთვის მეტი დრო არის აუცილებელი. 90%-იანი ეფექტიანობის მქონე პირბადის გამოყენების შემთხვევაში თქვენი ინფიცირების ალბათობა 10-ჯერ მცირდება. თუ რამდენიმე შრიან პირბადეს იყენებთ, მაშინ თქვენი ინფიცირებისთვის კიდევ უფრო მეტი დროა აუცილებელია და, შესაბამისად, ინფიცირების შესაძლებლობა კიდევ უფრო ნაკლები ხდება“, - ამბობს ერინ ბრომეიჯი. 

„ერთშრიანი ნაჭრის პირბადე ომიკრონის წინააღმდეგ არაეფექტიანია, გვჭირდება უფრო ხარისხიანი პირბადეები. აუცილებელია დამატებითი კვლევები და საკუთარი თავის უკეთესად დაცვა“, - განაცხადა დოქტორმა ჯერომ ადამსმა.

ეფექტიანი პირბადეები

ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნაციონალურ ინსტიტუტს N95-ის ტიპის პირბადეების ჩამონათვალი აქვთ, რომლებიც აშშ-შია სერტიფიცირებული. პირბადეს შესაბამისი, ნისკარტის მსგავსი ფორმა უნდა ჰქონდეს, ორი სამაგრი, რეგულირებადი ნაწილი ცხვირთან ახლოს, ასევე, შესაბამისი მარკირება, რომელიც  NIOSH-ის მიერ არის რეგისტრირებული.

სააგენტოს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ დაადგინონ, არის თუ არა N95-ის პირბადე ყალბი. ასევე,, შეუძლია მისი ჰერმეტულობის და სხვა მონაცემების შემოწმება.

N95 და KN95-ის პირბადეებს შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი სერტიფიცირებულია აშშ-ში, ხოლო მეორე - ჩინეთში. აშშ-ში KN95-ის ტიპის ნიღბების 60% ყალბია და მას შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნიათ, KN95-ს პირბადეების NIOSH-ის მიერ რეგისტრირებული არ არის.

ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ შეძლებისდაგვარად ადამიანებმა სამედიცინო პირბადეები ატარონ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ნაჭრის პირბადეები უნდა გადავაგდოთ, ის იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, როდესაც სამედიცინო პირბადეების მიმართ წვდომა არა გვაქვს. 

„თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ნაჭრის პირბადე, ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ უფრო ცუდად ხართ დაცულები. ასე რომ ასეთი პირბადით ხალხმრავალ ადგილებში მისვლა მიზანშეწონილი არ არის“, - ამბობს დოქტორი ვენ ცზიაბაო.

ამავე თემაზე:

📣 როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

📣  ბავშვები პირბადეებში - უქმნის თუ არა კოვიდშეზღუდვები საფრთხეს ბავშვთა ფსიქიკას?

📣 „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC