მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1642248795
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონისგან“ მხოლოდ 2 რამ დაგვიცავს, ბუნებრივი იმუნიტეტი და ბუსტერ დოზა. 

ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონი“ ყველაზე გამძლე მუტაცია აღმოჩნდა. 

„ომიკრონი“ აღმოჩნდა ყველაზე რეზისტენტული გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ „ომიკრონისთვის“ არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა - ერთი, თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე, თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔵 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

🔵 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔵 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔵 ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

🔵 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔵 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი