მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონით“ ინფიცირებულებს ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია არ დასჭირვებიათ“ - ამირან გამყრელიძე

დაავდევა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1642164454
COVID-19

„ომიკრონის“ ინფიცირების შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი გამოვლენილია სწრაფი ტესტით, სწრაფი ტესტიც მუშაობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. 

„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ამიტომ არის, რომ  ჯერჯერობით, ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე არ არის. 4 300-ის ფარგლებშია დაკავებულ საწოლთა რაოდენობა. ასევე, არ მატულობს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ჰოსპიტლებში. სულ 12 შემთხვევა გვქონდა ჰოსპიტალიზაციის, იქიდან უკვე 10 გამოწერილია, 2 რჩება კლინიკაში. არცერთ ადამიანს „ომიკრონით“ ინფიცირებულებს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია.

გეთანხმებით, სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე ოქროს სტანდარტი ანუ პისიარი, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფ ტესტს აქვს უპირატესობა, სწრაფად 15-20 წთ-ში დაადგინოს ზოგჯერ ვირუსი და ეს არის  ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანი იყოს დროზე იზოლირებული. „ომიკრონის“ ინფიცირების შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი გამოვლენილია სწრაფი ტესტით, სწრაფი ტესტიც მუშაობს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴 „აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა

🔴 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება