მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონიც იწვევს გართულებას და დამძიმებას - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1642498096
COVID-19

„ომიკრონით გამოწვეული ინფიცირება გახლავთ  შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ, ომიკრონიც იწვევს გართულებას და დამძიმებას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 18 იანვარს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ომიკრონს, სხვა შტამებთან შედარებით, აქვს 3- ჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.

„ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ივლისის თვისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ახალი შტამი წარმოიშვას ისევ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა მესამე „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ „ბუსტერი“ „ომიკრონის“ შტამზეც ეფექტურად მოქმედებს. დადებითი შემთხვევების 50% კი ქვეყანაში „ომიკრონით“ არის გამოწვეული.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში 4-5-ჯერ არის გაზრდილი ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, შესაბამისად, ზრდა იქნება საქართველოშიც.

ამავე თემაზე:

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 ომიკრონი პაციენტების უმეტესობას უსიმპტომოდ გადააქვს - კვლევა