მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში - მოზარდები გემოსა და ყნოსვის დარღვევის გამო საკვების მიღებაზე უარს ამბობენ

ბავშვების კვება
1642501169
COVID-19

ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ შესაძლოა, პაროსმია - ყნოსვის ნორმალური გრძნობის დარღვევა განვითარდეს - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ექსპერტების განცხადებით, პოსტკოვიდური სინდრომის გამო ბავშვები საკვების მიღებაზე უარს ამბობენ, რადგან აღნიშნული დარღვევა საკვებს უგემურს და უსიამოვნო სუნის მქონეს ხდის. 

„ხშირ შემთხვევაში ეს მდგომარეობა ბავშვებს საკვების მიღებაში პრობლემებს უქმნის და ბევრს შეიძლება საერთოდ გაუჭირდეს ჭამა“, - განაცხადა რინოლოგმა და ნორვიჩის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ ფილპოტმა.

მისივე თქმით, მან თავის კარიერაში პაროსმიით დაავადებული თინეიჯერი პაციენტები პირველად ნახა.

„ეს არის ის, რაც აქამდე ნამდვილად არ იყო აღიარებული სამედიცინო სფეროს პროფესიონალების მიერ.  მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდა პრობლემები კვებასთან ან ჰქონდა ისეთი პრობლემა, როგორიცაა აუტიზმი - ეს სინდრომი შეიძლება, მართლაც რთული იყოს“, - აღნიშნა ფილპოტმა. 

პროფესორმა ფილპოტისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „მეხუთე გრძნობის“ წარმომადგენლებმა პოსტკოვიდური სინდრომის გამო გართულებული კვების პრობლემის გადასაჭრელად სახელმძღვანელო შექმნეს.  

ექსპერტების რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ბავშვები საკვების მიღებისთვის უნდა წაახალისონ, აგრეთვე ჭამის დროს ცხვირზე რბილი სამაგრი უნდა გაუკეთონ, რათა უსიამოვნო არომატები თავიდან ააცილონ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

📢 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

📢 კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს