მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაშია აუცილებელი კოვიდინფიცირებული ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე
1643013728
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომირკონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა ისეთი სიმპტომებით მიმდინარეობს, რომელთა მართვა მოქალაქეებს ოჯახის ექიმის ჩართულობის გარეშეც შეუძლიათ. 

რაც შეეხებათ ინფიცირებულ ბავშვებს და მათი ჰოსპიტალიზაციის საკითხს, ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ტემპერატურის მაჩვენებელს ენიჭება. 

„პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს თუ რა სიმპტომებია გამოხატული. არცერთი სიმპტომი არაა ისეთი, რომელიც თქვენ აქამდე არ გქონიათ. ამიტომ, როდესაც მე ვგრძნობ, რომ ყელი მტკივა, ცხვირიდან გამონადენი მაქვს და ხველა მაქვს, აქ ჩვენ ვსაუბრობთ სიმპტომურ მკურნალობაზე, რომელშიც ოჯახის ექიმის მონაწილეობა პრაქტიკულად ნომინალურია და ისეთ ვერაფერს გეტყვით, რაც ადრე არ გაგიკეთებიათ. 

ბავშვებში აქცენტს ვაკეთებთ მაღალ ტემპერატურაზე. თუ თქვენს შვილს სიცხე აქვს 38,5, გამოიყენეთ სიცხის დამწევი საშუალება. აქ სამი არჩევანი გვაქვს, „პანადოლი“ ან „პარაცეტამოლი“ ან „იბუპროფენი“. რაც შეეხება დანარჩენ სიმპტომებს, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რა ტიპის სიმპტომი აქვს ბავშვს. ამით განისაზღვრება აუცილებელია თუ არა ბავშვის საავადმყოფოში მიყვანა“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება განახლებული პროტოკოლი თუ რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. როგორც მან განმარტა, ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება 1 წლამდე ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული, ასევე 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვს თუ მას აქვს მაღალი სიცხე 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელზეც სიცხის დამწევი პრეპარატი არ მოქმედებს.

ამავე თემაზე:

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

„სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება