მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი - ექიმის განმარტება

ომიკრონი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1638092674
COVID-19

ანჟელიკ კოეტზე არის პირველი სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი აღმოაჩინა და ამის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.

ექიმმა პირველად ომიკრონის შესახებ მაშინ ივარაუდა, როდესაც პრეტორიაში, საკუთარ კლინიკაში კოვიდპაციენტებს უჩვეულო სიმპტომები დაუფიქსირდათ.

ექიმის თქმით, პაციენტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ უენერგიობა და 6 წლის ბავშვი, რომელსაც პულსი ძალიან ჰქონდა აჩქარებული. არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა გემოვნების ან ყნოსვის დაკარგვა, რაც Covid-ის საერთო ინდიკატორია.

„ომიკრონის“ სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა მსუბუქი“, - აღნიშნავს სამხრეთაფრიკელი ექიმი. 

ანჟელიკ კოეტზეს ცნობით, კოვიდპაციენტს აღენიშნებოდა ახალი ვარიანტის - ომიკრონის სიმპტომები. უმეტესი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რომელთაც დაღლილობა აღენიშნებოდათ. მათგან დაახლოებით ნახევარი არავაქცინირებული იყო.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ ომიკრონის შტამი კვლავ დააზიანებს ისეთი ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობას, რომელთაც თანმხლები  დიაბეტი ან გულის პრობლემები აწუხებთ.

„ყველაზე მეტად იმაზე ვღელავთ, რომ ასაკოვანი ან არავაქცინირებული ადამიანები დაავადდებიან ახალი ვარიანტით. არავაქცინირებულებში ბევრი ადამიანი დამძიმდება“, - აცხადებს ექიმი. 

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს

პულსის აჩქარება

უკიდურესი დაღლილობა 

უენერგიობა

მაღალი ტემპერატურა

ომიკრონს არ აღენიშნება 

გემოვნების დაკარგვა

ყნოსვის დაკარგვა

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📢 78 დადებითი ტესტი - თურქი მამაკაცი 14 თვეა კოვიდისგან გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

📢 „ინფიცირებულ ორსულებში მესამე ტრიმესტრში გართულებები იმატებს“ - პაატა ჟორჟოლიანი

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 „აცრაზე უარის თქმა შეიძლება, ბავშვობის ტრავმებთან, მათ შორის ოჯახურ ძალადობასთან, კავშირში იყოს“ - ზაზა წერეთელი ბრიტანულ კვლევაზე