მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“ - პაატა იმნაძე

ncdc-ის დირექტორის მოადგილე
1638217587
COVID-19

„რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ჯერჯერობით, არსებული ინფორმაციით, ვაქცინები აღნიშნული შტამის წინააღმდეგაც მუშაობენ. 

„დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსის პირველმა შტამმა ჩინეთიდან და სხვა შტამმა ბრიტანეთიდან. სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია. დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ ის პერიოდი, როცა ქვეყანაში ვირუსი შემოაღწევს.

ჯერჯერობით, იმ ინფორმაციით, რაც აფრიკიდან გვაქვს, ვიცით, რომ აცრა ამ შტამზეც მუშაობს. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი არ გვაქვს სამხრეთ აფრიკასთან, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს შტამი უკვე ჩავიდა. დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC