მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსი ბავშვებში?

კორონავირუსი
1631275363
COVID-19

რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში? ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

გამოცემის მიხედვით, კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბავშვებს მოზარდებზე ნაკლებად აწუხებთ ის სიმპტომები, რომლებიც ზოგადად ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში COVID 19-ის შემთხვევაში ნარჩუნდება ხოლმე.

მეცნიერთა შეფასებები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად ვლინდება ბავშვებში ისეთი სიმპტომები, რომლებიც ცნობილია, როგორც ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებლად.

ახლახან გამოქვეყნებულმა ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირების შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების დაახლოებით 4%-ს აღენიშნებოდა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კოვიდის სიმპტომები.

ეს სიმპტომები იყო: დაღლილობა, თავის ტკივილი, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა და მსგავსი გავრცელებული ჩივილები, რომელთა უმეტესობა ორი თვის განმავლობაში გაქრა.

სხვა გრძელვადიან სიმპტომებს შორისაა: ხველა, გულმკერდის ტკივილი და თავბრუს ხვევა, რომლებიც ზოგჯერ ბავშვებში გვხვდება და შეიძლება დაავადების მსუბუქი ფორმის შემდეგაც კი გახანგრძლივდეს.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა ხანგრძლივი სიმპტომების უფრო მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ბავშვები ამას იშვიათად განიცდიან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ზრდასრული პაციენტების დაახლოებით 30%-ს უვითარდება გრძელვადიანი სიმპტომები.

ექსპერტებისთვის ცნობილი არ არის, რა იწვევს კორონავირუსით ინფიცირების შემდგომ შენარჩუნებულ გრძელვადიან სიმპტომებს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ორგანოს დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ინფექციით, ან ორგანიზმში ანთებითი პროცესის შედეგია.

პირველადი კორონავირუსული ინფექციის შემდეგ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა იშვიათი პრობლემებიც, რომელიც ცნობილია, როგორც მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი: ეს მოიცავს ცხელებას და ანთებას, რომელიც სხვა შესაძლო სიმპტომებთან ერთად გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში, ინფიცირებულ ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მსგავსი მდგომარეობა შეიძლება მოხდეს მოზრდილებში.

პაციენტებში კოვიდის სიმპტომების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პედიატრიის ამერიკული აკადემია ურჩევს საზოგადოებას ინფიცირებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად მივიდნენ ექიმთან.

იხილეთ აგრეთვე:

✅ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის პოტენციური რისკები და სარგებელი - ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი

✅„შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“ - აკაკი ზოიძე

✅ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC