მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1637835811
COVID-19

„მიღებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნება შესაცვლელია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. 

პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება. 

„რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ, შესაცვლელია. ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს რეგულაცია შეიცვლება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება - გიორგი ღიბრაძე