მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?

მწვანე პასპორტი
1636370312
COVID-19

კოვიდპასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სერვისცენტრებში. კოვიდპასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.

თუკი აცრის ბარათი ვერ აიღეთ ან დაკარგეთ, შეგიძლიათ გამოითხოვოთ იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბოლო აცრა ჩაიტარეთ. ვაქცინაციის QR კოდის მოძიება ასევე შეგიძლიათ ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge

მოგზაურობის მსურველებმა კოვიდპასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს geoconsul.gov.ge

თუკი ერთი აცრა გაიკეთეთ საზღვარგარეთ და მეორე საქართველოში, ამ შემთხვევაში აცრის ბარათი შეგიძლიათ აიღოთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ბოლოს აიცერით. კოვიდ პასპორტის აღებას კი შეძლებთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

სამომავლოდ იგეგმება COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მონაცემების საერთაშორისო ბაზასთან დაკავშირება, რაც გააადვილებს ლოგისტიკურ პროცესებს მოგზაურობის მსურველებისთვის.

საქართველოში ადმინისტრირებული ვაქცინები არის ორდოზიანი. აქედან გამომდინარე, ერთი დოზის შემდეგ მიღებული კოვიდ პასპორტი არ იქნება სრულყოფილი და არ იქნება ვალიდური მოგზაურობის დროს.

შეგახსენებთ, რომ მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი