მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღმოჩნდა, რომ სინოფარმის“ ბუსტერი „ომიკრონის“ მანეიტრალებელ ანტისხეულებს სერიოზულად გამოიმუშავებს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1643546618
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, „ომიკრონის“ წინააღმდეგ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ბუსტერებიც ეფექტურია. 

„რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევებში მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათაც ემართებათ, ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, ის მილიონ ორასი ათასი ადამიანი, ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ ბუსტერი. 

გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ „სინოფარმის“ ბუსტერი, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, ბუსტერი, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუცილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება

📣 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

📣 „ომიკრონის“ დადგენა პისიარ ტესტირებითაც გართულებულია“ - მაია ზალდასტანიშვილი

📣 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

📣 „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

📣 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

📣 დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება