მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

„სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“
1643610631
COVID-19

ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის შემთხვევებმა უკვე პიკს მიაღწია. მეცნიერები ახლა თვალყურს ადევნებენ შემთხვევების ზრდას, რომლებიც გამოწვეულია „სტელს-ომიკრონით“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რამდენიმე ქვეყანა აფიქსირებს შემთხვევების ზრდას ქვევარიანტში, რომელიც ცნობილია როგორც „სტელს-ომიკრონის“ სახელით. 

ჯანმო, ასევე, განიხილავს „ომიკრონის“ სხვა ქვევარიანტებსაც:  BA.1.1.529 და BA.3. თითოეულ მათგანს აქვს მუტაციები, რამაც შეიძლება შეცვალოს მათი ქცევა.

ტრევორ ბედფორდმა, ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრის ვირუსოლოგმა განაცხადა, რომ „სტელს-ომიკრონი“ წარმოადგენს შემთხვევების დაახლოებით 82%-ს დანიაში, 9%-ს დიდ ბრიტანეთში.

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ BA.2 შეიძლება იყოს უფრო ინფექციური, ვიდრე გადამდები BA.1, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ის უფრო მეტად აიცილებს თავს ვაქცინას.

დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს ვიდრე BA.1, თუმცა ის სავარაუდოდ არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

📢 „სტელს-იმიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 ვარიანტი - დანიური კვლევა

📢 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

📢 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი

📢 „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

📢დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება