მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტელს-ომიკრონი“ უფრო გადამდები ჩანს“ - დანიის ჯანდაცვის მინისტრი

„სტელს-ომიკრონი“ უფრო გადამდები ჩანს“
1643278971
COVID-19

„ომიკრონის“ ქვევარიანტი „სტელს-ომიკრონი“, რომელიც დომინანტურია დანიაში, უფრო გადამდები ჩანს, ვიდრე უფრო გავრცელებული BA.1“, - ამის შესახებ  დანიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ განაცხადა. 

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ „სტელს-ომიკრონი“ უფრო მეტ დაავადებას იწვევს, მაგრამ ის უფრო გადამდები უნდა იყოს“, - აღნიშნა ჰეინიკემ პრესკონფერენციაზე.

BA.1 ხაზი ამჟამად გლობალურად ყველა შემთხვევის 98%-ს შეადგენს, მაგრამ დანიაში BA.2 დომინანტური შტამი გახდა იანვრის მეორე კვირაში.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ „სტელს-ომიკრონი“ გამოძიების ქვეშ მყოფ ვარიანტად დაასახელა.

დანიის ინფექციური დაავადებების მთავარი ორგანოს თქმით, წინასწარი გამოთვლებით ვარაუდობენ, რომ BA.2 შეიძლება იყოს 1.5-ჯერ უფრო ინფექციური ვიდრე BA.1.

„არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ ის უფრო გადამდებია, განსაკუთრებით არავაქცინირებულებისთვის, მაგრამ მას, ასევე, შეუძლია დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებული არიან“, - განაცხადა SSI-ს ტექნიკურმა დირექტორმა ტირა გროვ კრაუზემ ბრიფინგზე.

„სტელს-ომიკრონის“ შემთხვევები, ასევე, დაფიქსირდა ბრიტანეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლები ზომით, ვიდრე დანიაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე