მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1643634537
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი არაა. 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. სტაბილიზაცია იქნება, თებერვლის მეორე ნახევრიდან.

რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „ივერმექტინი“ ეფექტიანია „ომიკრონ“ ვარიანტის სამკურნალოდ - იაპონიის ფარმაცევტული კომპანია

🔘 „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

🔘 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი