COVID-19

„წარმოუდგენელია ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ჰქონდეს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1637783051
დაკოპირებულია

იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ჰქონდეს. 

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში ვადასთან დაკავშირებული ცანაწერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. 

„ეს არ იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია, ამაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მკაფიოდ გამოხატული იყო პოზიცია ექვსთვიან ვადაზე. ეს არის უნივერსალური ვადა, რაც მიღებულია ყველა ქვეყანაში. 

არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს ერთ წელს და საერთოდ წარმოუდგენელია ისაუბრო უვადო სტატუსზე. ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზია, გაუგებრობაა და შესწორდება, რადგან ეს არ არის წითელა, რომელსაც გადაიტან და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორს არის წითელასგან, ამიტომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

მისი თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 6 თვის განმავლობაში რჩება, ხოლო ამ დროის შემდეგ ბუნებრივი იმუნიტეტის დამცველობითი ძალა იკლებს და რეინფიცირების რისკი მატულობს. 

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რეგულაციები რომლებიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება