ეკონომიკა

ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0840 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.29 თეთრი შეადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგ...

2022 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.36 თეთრი შეადგინა.

ნათია თურნავა: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარ...

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, 2022 წლის განმავლობაში,  იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები  ქულა) ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ არის სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს  მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება სწორედ იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც  ეს რეალურად ესაჭიროებათ და ყველაზე მეტად წაადგებათ.

გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების...

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს  ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა - თბილისის ფინანსური ცენტრი,...

„ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მ...

„2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ნათია თურნავა: გუდაურში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუდაურში, კომპანია „რედკო დეველოპმენტის“ პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

ნათია თურნავა: საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბა...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან  დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და თანამშრომლობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.