მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ლოგო

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს  ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (711.1 მლნ ლარი) რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ) დოლარით მეტია 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაში მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. 

იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.