მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა - საქსტატი

საქსტატი

„2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა. გაიზარდა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც დასაქმებულები არიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

„წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე დაახლოებით, 3.9%-ით შემცირდა, 15,6% შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 9%-ით, ანუ 114 000 კაცით გაიზარდა, საიდანაც, დაახლოებით 105 000 მოდის კერძო სექტორზე. ზრდა ძირითადად შეინიშნებოდა ვაჭრობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში“, - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.