მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვის ივლისის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვის ივლისის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს.

მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივლისის თვის შედეგები:

🔴 ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს, ხოლო გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-2%-იან და 2%-4%-იან ინტერვალში ფიქრობს. ივლისის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 0%-თან ახლოს დააფიქსირეს.

🔴 ამავე გამოკითხვის მიხედვით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე უმეტესად ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ. წინა თვესთან შედარებით გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-იან ინტერვალში მოიაზრებდა.

🔴 გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასებს 8%-ზე მეტად გაზრდას ვარაუდობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების 2%-ითა და მეტით შემცირებას ფიქრობენ.

🔴 ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია 10%-20%-ების ფარგლებში. თვიურად არ შეცვლილა იმ რესპოდენტთა წილი, რომლებიც ხელფასების ზრდას 30%-ზე მეტად ფიქრობენ.

🔴 გამოკითხულთა აზრით, კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მიმდინარე თვეში წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.