მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით -26.4 მლრდ აშშ დოლარი (-81.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -132.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 63.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.8 მლრდ აშშ დოლარია (36.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 161.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
 
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 38.1 მლრდ აშშ დოლარი (118.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 98.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.