მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე ეწვია

სვენია შულცეს ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე, პარლამენტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონულ ჰაბად ქცევისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გზებზე.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და KfW-ს მეშვეობით ხორციელდება. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, ამჯერადაც გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებში თანამონაწილეობისა და სამომავლო მხარდაჭერის შესახებ.