გამოკითხვა

1669974883

[გამოკითხვა] უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება?

საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკრძალოს. ამის შესახებ შესაბამისი სფეროს ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში მსჯელობას იწყებენ. საქართველოში პიტბულის  ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. ბოლო შემთხვევის დროს პიტბული 2 წლამდე ბავშვს დაესხა თავს.
1669879192

[გამოკითხვა] უნდა იყოს თუ არა აკრძალული დანის ტარება?

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. ეს თემა ხშირად კამათს იწვევს, დანის ტარების მოწინააღმდეგეები ყოველთვის ასახელებენ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც დანაშაულთა დიდი ნაწილი დანით ხდება. მომხრეების არგუმენტი კი არის, რომ თუ ადამიანს დანაშაულის ჩადენა უნდა, მას კანონმდებლობა ხელს ვერ შეუშლის და ამის გამო დანის აკრძალვა არ შეიძლება. ბოლო პერიოდში ეს საკითხი უფრო აქტუალური გახადა ოზურგეთში მომხდარმა ამბავმა. ადგილობრივი მცხოვრები 75 წლის პენსიონერი, ნოე მეხრიშვილი, ამბობს, რომ პოლიციამ 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როცა ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს პატარა დანით თლიდა.
1669202181

[გამოკითხვა] როგორ აფასებთ საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარ...

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. „ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, - ნათქვამია მისალოც ტექსტში. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია, რადგან რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ომის მხარდამჭერია და ამავდროულად გვახსოვს ფაქტი, როცა კირილი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა. ამავდროულად არსებობს სამძიმრის წერილი, სადაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქისთვის, ილია II-სთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში საქართველოს კათალიკოსის ტიტული სრულად არ მოიხსენია - კირილმა წერილში არ ახსენა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.
1668583825

[გამოკითხვა] როგორ უნდა მოიქცეს ნატო პოლონეთში ჩავარდნილი რაკეტების შე...

15 ნოემბერს ღამის საათებში პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ორი რუსული რაკეტა ჩავარდა. ინციდენტის ადგილზე პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული. ამ დროისთვის არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება, პირველი - რომ ეს რუსული რაკეტებია, მეორე მოსაზრებით, ეს უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტაა.
1668071627

[გამოკითხვა] თქვენი შეფასებით, ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავ...

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ნაწილმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა. ამ თემაზე ბრიფინგი გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და თქვა, რომ „არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია“.
1666784791

[გამოკითხვა] 101 მილიონი - უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საზოგადოებრივი მა...

2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 19 მლნ ლარით იზრდება და იგი 101 მლნ ლარს გაუტოლდება. მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ხდება, რომლის მიხედვით მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. 2022 წლის მშპ-ზე დაყრდნობით, 2023 წელს მაუწყებელმა ბიუჯეტიდან არანაკლებ 101 მლნ ლარი უნდა მიიღოს.
1666685169

[გამოკითხვა] მეზობელი ქვეყნის ლიდერებიდან, რომელი იწვევს თქვენს სიმპათ...

საქართველოს 4 ქვეყანა ესაზღვრება, მათგან 3 ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ერთს ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს. ჩვენი მეზობლების ლიდერები ამჟამად არიან: 🇹🇷 თურქეთი - პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, მანამდე 11 წლის განმავლობაში ის თურქეთის პრემიერი იყო. 🇦🇿 აზერბაიჯანი - პრეზიდენტი ილჰამ ალიევი - თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს, მანამდე 2 თვე ის ქვეყნის პრემიერი იყო. 🇦🇲 სომხეთი - პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი - თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. 🐷 რუსეთი - პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი - თანამდებობას 2000 წლიდან იკავებს, თუმცა 1999-2000 წლებში და 2008-2012 წლებში იყო რუსეთის პრემიერი.
1666598065

{გამოკითხვა} იყო თუ არა ობიექტური სასამართლოს გადაწყვეტილება?

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში. ასევე, ამავე მუხლით, 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდში და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდში. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში დიდი პოლემიკა მოყვა. 
1666168678

[გამოკითხვა] განმუხტავს თუ არა თბილისში საცობებს სამუშაო საათის გადმოწ...

არსებობს ასეთი იდეა, რომ სამუშაო საათი თუ გადმოიწევა და მაგალითად, სახელმწიფო/კერძო სამსახურების ნაწილი მუშაობას დაიწყებს და დაასრულებს 2-3 საათით ადრე, ქალაქში პიკის საათებში საგზაო საცობები განიმუხტება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღარ იქნება გადატვირთული. მსგავსი მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თან დასაქმებულებს საშუალება ეძლევათ სამსახური ადრე დაამთავრონ და დღის მეორე ნაწილი უფრო ნაყოფიერად გამოიყენონ.   იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, ზოგს შვილი 9 საათზე სკოლაში/ბაღში მიჰყავს და შემდეგ მიდის სამსახურში, შესაბამისად, სამუშაო საათების გადმოწევა მშობლების ნაწილს პრობლემას შეუქმნის.
1665997635

[გამოკითხვა] თქვენი აზრით, უნდა დაისაჯონ თუ არა ადამიანები, რომლებიც მ...

„საქართველოს ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები რუსეთს მოსწონს“, - ამის შესახებ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ „კონსერვატორიული მოძრაობის“ ლიდერმა კოკა მორგოშიამ განაცხადა. მორგოშიას თქმით, მათ შეხვედრები რუსეთის მაღალჩინოსნებთან და მინისტრთა კაბინეტთან ჰქონდათ, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. რუსებთან მათი შეთანხმების თანახმად, 10 ათასობით ქართველი ახალგაზრდა განათლებას რუსეთის ფედერაციაში მიიღებს. თქვენი აზრით, მაშინ როცა ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გაწყვეტილი რუსეთთან, ამავდროულად საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარი და ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამასთანავე საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებს რუსეთი უწოდებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს,  უნდა ისჯებოდნენ თუ არა ადამიანები, რომლებიც მტერთან მოლაპარაკებას აწარმოებენ?