მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] თქვენი აზრით, უნდა დაისაჯონ თუ არა ადამიანები, რომლებიც მტერთან მოლაპარაკებას აწარმოებენ?

ალტ ინფო

„საქართველოს ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები რუსეთს მოსწონს“, - ამის შესახებ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ „კონსერვატორიული მოძრაობის“ ლიდერმა კოკა მორგოშიამ განაცხადა. მორგოშიას თქმით, მათ შეხვედრები რუსეთის მაღალჩინოსნებთან და მინისტრთა კაბინეტთან ჰქონდათ, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

რუსებთან მათი შეთანხმების თანახმად, 10 ათასობით ქართველი ახალგაზრდა განათლებას რუსეთის ფედერაციაში მიიღებს.

თქვენი აზრით, მაშინ როცა ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გაწყვეტილი რუსეთთან, ამავდროულად საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარი და ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამასთანავე საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებს რუსეთი უწოდებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს,  უნდა ისჯებოდნენ თუ არა ადამიანები, რომლებიც მტერთან მოლაპარაკებას აწარმოებენ?