მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება?

პიტბული

საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკრძალოს. ამის შესახებ შესაბამისი სფეროს ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში მსჯელობას იწყებენ.

საქართველოში პიტბულის  ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. ბოლო შემთხვევის დროს პიტბული 2 წლამდე ბავშვს დაესხა თავს.

პიტ ბულ ტე­რი­ე­რი დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­ულ ძაღ­ლის ჯი­შად მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის შე­უ­პო­ვა­რი ხასიათი სის­ტე­მა­ტურ წვრთნას მო­ი­თხოვს ლეკ­ვო­ბი­დან­ვე, რათა პატ­რონ­მა შემ­დეგ ძაღ­ლის მო­თოკ­ვა და აგ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შეძ­ლოს. ამის გამო მისი ყოლა არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო წყვეტს, მის­ცეს თუ არა ადა­მი­ანს პიტ ბუ­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ძაღლის ფი­ზი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. თუ სა­სა­მარ­თლო და­უშ­ვებს, რომ მე­პატ­რო­ნეს შე­უძ­ლია იყო­ლი­ოს პიტ ბული, ცხო­ველს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეკე­თოს ალი­კა­პი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სა­ყე­ლუ­რით უნდა ატა­როს პატ­რონ­მა, იყოს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, და­ზღვე­უ­ლი, სტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლი, ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი და ჰქონ­დეს მიკ­რო­ჩი­პის იმპლან­ტი.

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სრუ­ლი­ად იკ­რძა­ლე­ბა პიტ ბუ­ლის ყოლა, გამ­რავ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შეყ­ვა­ნა, არის: ნი­დერ­ლან­დე­ბი (კა­ნო­ნი 1991 წელს შე­ვი­და მოქ­მე­დე­ბა­ში), საფ­რან­გე­თი (2000 წლი­დან), გერ­მა­ნია (2001 წლი­დან), იტა­ლია (2004 წლი­დან), და­ნია (2010 წლი­დან) და ვე­ნე­სუ­ე­ლა (2014 წლი­დან აკ­რძა­ლეს).

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც უმე­ტეს ქა­ლა­ქებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია პიტ ბუ­ლის ყოლა, არის: კა­ნა­და, არ­გენ­ტი­ნა, ბა­ვა­რია, ფი­ნე­თი, ირ­ლან­დია, ის­რა­ე­ლი, ლატ­ვია, მა­ლა­ი­ზია, ნორ­ვე­გია, რუ­მი­ნე­თი, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი...

თქვენი შეფასებით უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება?