მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] უნდა იყოს თუ არა აკრძალული დანის ტარება?

დანა

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ეს თემა ხშირად კამათს იწვევს, დანის ტარების მოწინააღმდეგეები ყოველთვის ასახელებენ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც დანაშაულთა დიდი ნაწილი დანით ხდება. მომხრეების არგუმენტი კი არის, რომ თუ ადამიანს დანაშაულის ჩადენა უნდა, მას კანონმდებლობა ხელს ვერ შეუშლის და ამის გამო დანის აკრძალვა არ შეიძლება.

ბოლო პერიოდში ეს საკითხი უფრო აქტუალური გახადა ოზურგეთში მომხდარმა ამბავმა. ადგილობრივი მცხოვრები 75 წლის პენსიონერი, ნოე მეხრიშვილი, ამბობს, რომ პოლიციამ 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როცა ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს პატარა დანით თლიდა.

რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?