მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა სამხედრო სამსახური სავალდებულო?

გამოკითხვა

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე (მამრობითი სქესის), რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელი სამხედრო სამსახურში მსახურობს 12 თვის განმავლობაში.

ქვეყნები, სადაც სავალდებულო სამსახურია - რუკა

✅ მწვანე ფერით აღნიშნულ ქვეყნებში ჯარში გაწვევა სავალდებულოა

⭕ ვარდისფერი ფერით აღნიშნულ ქვეყნებში მხოლოდ პროფესიული ჯარი ჰყავთ და ჯარში ყოფნა არ არის სავალდებულო

🔶დე იურე - სავალდებულო სამსახურის ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ფორმა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ტექნიკურად არსებობს კანონის მიხედვით, მაგრამ რეალურად იშვიათად (თუ ოდესმე) აღსრულდება. მაგალითად, შეერთებული შტატები კვლავ მოითხოვს 18-დან 25 წლამდე ასაკის ყველა ქმედუნარიან მამაკაცს დარეგისტრირდნენ სელექციურ სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სამსახურში. თუმცა, იმდენი ნებაყოფლობით რეკრუტი ირიცხება, რომ ჯერ არ გამოუყენებიათ 1973 წლის შემდეგ (ვიეტნამის ომის დროს).

ანალოგიურად, ჩინეთში 18-22 წლის მამაკაცები უნდა დარეგისტრირდნენ 24-თვიან სავალდებულო სამსახურში, მაგრამ იმდენი მოხალისეა, რომ სავალდებულო რეგისტრატორების გამოძახება არასდროს მომხდარა.

🔵შერეული - არსებული სიტუაციის მიხედვით

⬜გაურკვეველი