მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოკითხვა - უნდა მიიღოს თუ არა მოსწავლემ სკოლაში სექსუალური განათლება

გამოკითხვა - სექსუალური განათლება

სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ ჰუმანიტარულ თუ ტექნიკურ საგნებს, რაც სამყაროს აღქმას გვიადვილებს. თუმცა, სკოლაში უფროსი კლასის მოსწავლეებს არ ესაუბრებიან ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსუალური მოთხოვნილებები და მასთან დაკავშირებული ემოციური დამოკიდებულებები.

სკოლაში სექსუალური განათლების მიღებასთან დაკავშირებით ბევრი ფიქრობს, რომ არ არის საჭირო ამ თემაზე მასწავლებელი მოსწავლეს ესაუბროს. ზოგიერთი მშობლის აზრით, მოსწავლეები თავად მიიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას, თუმცა ხშირად მოსწავლეებს ამ თემაზე მშობლებთან საუბარი უჭირთ, ერიდებათ და ცდილობენ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მიიღონ, მაგალითად, ინტერნეტიდან, მაგრამ სწორედ ამ დროს საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით, რადგან შესაძლოა, მოსწავლემ ინფორმაცია დამახინჯებულად მიიღოს და გაუჭირდეს მითი და რეალობა გაარჩიოს ერთმანეთისგან.

რამდენიმე წლის წინ „აიფიემ კვლევები“ დაინტერესდა თუ რა მოსაზრება აქვთ მასწავლებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს მასშტაბით, მე-9 - მე-12 კლასების მასწავლებლებთან გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 1216  პედაგოგი მონაწილეობდა.

გამოკითხულ მასწავლებელთა თითქმის ნახევარი (49%) მიიჩნევდა, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია, 38%-ს კი საპირისპირო მოსაზრება გააჩნდა. მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს - 13%-ს, კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

თქვენი აზრით,  უნდა მიიღოს თუ არა მოსწავლემ სკოლაში სექსუალური განათლება?