მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში შეჩერებული 84 ჰესის პროექტიდან, რომელი უნდა აშენდეს? გარემოსდამცველი სოფო სოხაძე ვერცერთს ვერ ასახელებს

გარემოსდამცველი სოფო სოხაძე

საქართველოში შეჩერებული 84 ჰესის პროექტიდან, რომელი უნდა აშენდეს? ამ კითხვით მიმართა cnews.ge-მ გარემოს დამცველ სოფო სოხაძეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სოხაძე ვერცერთს ვერ ასახელებს.

12 ოქტომბერს გავრცელდა ვრცელი ინტერვიუ ნამახვანის მშენებლობის აქტიურ მოწინააღმდეგესთან და გარემოს დამცველ სოფო სოხაძესთან.

ჟურნალისტთან საუბრისას სოხაძემ ვერცერთი ჰესი ვერ დაასახელა, რომელიც საქართველოში უნდა აშენდეს. მისი თქმით იგი ვერ იხსენებს კონკრეტულად რომელი ჰესის პროექტის განხორციელებას დაუჭერს მხარს.

- კითხვა მაქვს: 84 ჰესის პროექტი არსებობს.

- უფრო მეტის.

- არის რომელიმე ჰესი, რომელიც უნდა აშენდეს და თქვენ მხარს დაუჭერდით?

- რა თქმა უნდა.

- რომელი?

- მართალი გითხრათ, მე ვეძებ, 12 გადაცემა მაქვს ჩაწერილი.

- კონკრეტული კითხვაა - რომელი ჰესის მშენებლობას უჭერთ მხარს, აი, დოკუმენტაცია რომ შეისწავლეთ და მეტ-ნაკლებად გაკმაყოფილებთ?

- ძირითადად, რამდენიმე ჰესი, რომელიც არის ძალიან პრობლემური - ნენსკრა, შუახევი.

- სხვა რამეს გეკითხებით!

- რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ.

- მხარს დავუჭერ კი არა, სხვა რამეს გეკითხებით - ამ 84 და როგორც ამბობთ, უფრო მეტი პროექტიდან, რომელიმეს იცნობთ და უჭერთ მხარს? მაგალითად, პირობითად, ვთქვათ - უნდა აშენდეს ჰესი მდინარე ლეხურაზე, ტეხურაზე, ან ნებისმიერზე და თუნდაც, ნებისმიერი მცირე ჰესი?

- რომელიც პრობლემური არ არის, იმაზე, რა თქმა უნდა, გამოხმაურება არ არის.

- ვარაუდით იცით 3 ათასი ოჯახის ამბავი, ურანის ამბავი, რუსეთში არსებული დოკუმენტების ამბავი და თუნდაც ვარაუდით მითხარით ერთი ჰესი, რომელიც უნდა აშენდეს...

- მაპატიეთ, ასე დეტალურად არ მახსოვს.

- ერთი ჰესი არ გახსოვთ, რომელიც კარგია? აშენებული კი არა, ასაშენებელი, ან თუნდაც შეჩერებული.

- მე არ ვარ გარემოს დაცვის... მაგი რომ ჰკითხოთ გარემოს დაცვის იმას... იმდენი პროექტია, თუ არ გაეცანი... ჩვენ, მე, პირადად ვრეაგირებ იმაზე, რომელიც არის პრობლემური.