კონფლიქტები

1679493356

რუსებმა საწყობებიდან ძველი საბჭოთა ტანკები T-54/55 გამოიყვანეს

Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ რუსებმა შორეული აღმოსავლეთის სარეზერვო ბაზიდან T-54/55 ოჯახის საბჭოთა ტანკების გადაყვანა დაიწყეს. CIT შორეული აღმოსავლეთიდან ზემოაღნიშნული სამხედრო ტექნიკის გადამზიდავი ეშელონის ფოტოებიც მოიპოვა.როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ T-62 ტიპის ტანკების ფრონტის ხაზზე გაგზავნისა და გამოყენების ფაქტები ზაფხულიდან დაფიქსირდა, თუმცა ეს, T-54/55-ის საწყობიდან გამოყვანა პირველი შემთხვევაა. ბაზის სატელიტური სურათების გაანალიზებისას, ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში მინიმუმ 191 ტანკმა (სავარაუდოდ, ძირითადად T-62 ტიპის ტანკები) დატოვა ბაზა. თუმცა, როგორც CIT-ში აღნიშნავენ, სინამდვილეში ეს რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს.აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის სამსახურის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 3 557 ერთეული ტანკი დაკარგეს. 
1679480766

ზაპოროჟიეში აფეთქებების სერია იყო, ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ შენობებ...

ზაპოროჟიე აფეთქებების სერიამ მოიცვა, ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ შენობებს - ამას მოწმობს საჰაერო განგაშის რუკა alerts.in.ua.ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის თავდასხმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა საჰაერო განგაშის სიგნალების ამოქმედებიდან მალევე გაისმა.  „სასწრაფოდ, შედით უახლოეს თავშესაფრებში და დარჩით იქ“, - მოუწოდა ადგილობრივებს ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა.  ამ დროისთვის, განგაშის სირენების ხმა მხოლოდ ზაპოროჟიეს ოლქში ისმის, ხოლო დანარჩენ რეგიონებში სიმშვიდეა. იხილეთ ასევე:👉 საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში - ბელარუსიდან „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელი გამანადგურებლები აფრინდნენ👉 ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს, საპასუხოდ დაბომბვის ბრძანება ისმის - ზელენსკი👉 რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე👉 „კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა👉 ბახმუტზე ოკუპანტების ზეწოლა შესუსტდა, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ - ბრიტანული დაზვერვა👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW 👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი
1679478313

საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში - ბელარუსიდან „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რ...

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.მონიტორინგის ჯგუფ „ბელარუსი გაიუნის“ ინფორმაციით, ბელარუსში განლაგებული რუსული  ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან, ჰაერში  აფრინდნენ.„მიგ-31კ“-ის ტიპის თვითმფრინავები ბარანოვიჩისა და მაჩულიშის აეროდრომებიდან აფრინდნენ. ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.იხილეთ ასევე:👉 რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე👉 „კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა👉 ბახმუტზე ოკუპანტების ზეწოლა შესუსტდა, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ - ბრიტანული დაზვერვა👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW 👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი
1679478122

ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს,...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება.ზელენსკის თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კრემლში ვინმე ცდილობს, მშვიდობაზე ჩამოაგდოს სიტყვა, ოკუპანტი ქვეყნის პასუხი უკრაინის დაბომბვის მორიგი ბრძანებაა.  „20-ზე მეტი ირანული გამანადგურებელი დრონი, ასევე რაკეტები და მრავალი გასროლა და ეს მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში დაფიქსირებული რუსული ტერორია უკრაინის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს, იქ მორიგ ბრძანებას გასცემენ დანაშაულებრივი დარტყმების თაობაზე“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიწასა თუ ჰაერში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებით ახლოვდება მშვიდობა, ხოლო რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის სანქციებით, ხელს შეუწყობს სტაბილურობის აღდგენას.იხილეთ ასევე:👉 რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე👉 „კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა👉 ბახმუტზე ოკუპანტების ზეწოლა შესუსტდა, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ - ბრიტანული დაზვერვა👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW 👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი👉 ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვოლოდიმირ ზელენსკი
1679476508

„კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა

„ბრიტანეთის განზრახვა, მიაწოდოს კიევს ურანის შემცველი ჭურვები, მოწმობს კოლექტიური დასავლეთის გამოხატულ განზრახვაზე, რომ მან საბოლოოდ გაანადგუროს უკრაინა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.მისივე თქმით, ბრიტანეთი ცდილობს, რომ „უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება დაპირისპირების ახალ რაუნდამდე მიიყვანოს“. „დღეს ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოლექტიური დასავლეთის მკაფიოდ გამოხატულ განზრახვაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, უბრალოდ გაანადგურონ უკრაინა ბოლომდე  კონფლიქტისთვის ახალი განზომილების მისაცემად ბრიტანეთი ცდილობს, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება აგრესიის, კონფლიქტისა და დაპირისპირების ახალ რაუნდამდე მიიყვანოს“, - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ანაბელ გოლდის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ კიევში „ჩელენჯერ 2“-ის საბრძოლო ტანკების ესკადრილიის გაგზავნის გარდა, ლონდონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც ურანს შეიცავს.ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ჭურვები აშშ-მა იუგოსლავიის დაბომბვისა და 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს გამოიყენა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ურანის მტვერი რადიოაქტიური, უკიდურესად ტოქსიკური და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. აგრეთვე წაიკითხეთ:👉 სულ მცირე 11 გარდაცვლილი - ავღანეთსა და პაკისტანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN👉 რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, სცადონ ახალი შეტევა უკრაინაზე უახლოეს მომავალში - ჯონ კირბი👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი
1679475934

ბახმუტზე ოკუპანტების ზეწოლა შესუსტდა, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებ...

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის შანსი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების დამსახურებით, რუსი ოკუპანტების ზეწოლა ქალაქზე შემცირებულია. როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, ბრძოლები ბახმუტის ცენტრის ირგვლივ გრძელდება.  „თუმცა, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ რუსი სამხედროების შეტევებმა ქალაქზე დაკარგოს თავდაპირველი ორგანული დინამიკა ნაწილობრივ იმის გამო, რომ რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი ქვედანაყოფი სხვა სექტორებშია გადაყვანილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. იხილეთ ასევე:👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი👉 რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW👉 ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვოლოდიმირ ზელენსკი👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი
1679471414

რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრა...

22 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა შეტევა ირანული „შაჰიდის“ ტიპის „კამიკაძე დრონებით“. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. „ამ დროისთვის, ცნობილია სამი დაღუპულის და 7 დაშავებულის შესახებ. ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში.  შემთხვევის ადგილზე მაშველები, სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ. აფეთქების ადგილზე გაჩნდა ცეცხლი, რომლის ლიკვიდირებაც გამთენიისას მოხერხდა. იხილეთ ასევე:👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW👉 ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვოლოდიმირ ზელენსკი👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი
1679466657

„ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი...

„რუსმა პატიმრებმა, რომლებიც „ვაგნერის“ PMK-ის დაქირავებულები გახდნენ და უკრაინაში საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში იბრძვიან, ექვსთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა, დატოვონ ჯგუფის რიგები უახლოეს კვირებში,“ - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებზე დაყრდნობით.დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსჯავრდადებულთა გადინება გააუარესებს „ვაგნერის“ პერსონალის დეფიციტს, რადგან კრემლმა დაბლოკა პატიმრების შემდგომი რეკრუტირება.ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 27 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრევენციული შეწყალება გასცა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი მსჯავრდადებულებისთვის. კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო ვაგნერ ჯგუფის ფინანსისტს ევგენი პრიგოჟინის 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ. „ვაგნერის ჯგუფმა შესაძლოა დაკარგოს თავისი მსჯავრდადებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში, რადგან მსჯავრდადებულებმა დაასრულეს ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ათასობით „ვაგნერის“ მსჯავრდადებულს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიქირავეს, შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაგნერი, როგორც ჩანს, იცავს თავის დაპირებას მსჯავრდადებულების ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ გათავისუფლების შესახებ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.  აგრეთვე დაგაინტერესებთ:🔴 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN🔴 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები🔴 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი🔴 ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის - ანდრეი იუსოვი🔴 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა
1679466374

ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვ...

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა გამარჯვებას მიაღწევს დონბასისთვის ბრძოლაში, სამხრეთით არსებულ დაპირისპირებასა და ყირიმსაც დაიბრუნებს.როგორც ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ნახევარკუნძულზე უკვე დაიწყო „ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“. „უკრაინის გამარჯვებაში ჩვენი თავდაჯერება, ხედვა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც მსოფლიო გააოცა - ყველაფერი ეს, სწორედ იქ დაიბადა, უკრაინის ჩრდილოეთის, უკრაინის აღმოსავლეთის, უკრაინის სამხრეთის გმირ ქალაქებში. იმ გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათიც ერთი წუთითაც არ დამორჩილდა ოკუპანტებს მაშინაც კი, როცა ისინი კარზე მიადგნენ. ასეთივე გამარჯვებას მივაღწევთ დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სადაც აუცილებლად იფრიალებს უკრაინული დროშა, სამხრეთით დაპირისპირებაში, რაც აზოვის ზღვის გასწვრივ ნორმალური ცხოვრების აღდგენის საშუალებას მისცემს უკრაინელებს, წარმატებას მივაღწევთ ჩვენი ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“, - აცხადებს ზელენსკი. იხილეთ ასევე:👉 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN👉 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები👉 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი👉 ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის - ანდრეი იუსოვი
1679465672

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე...

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.მედიის ცნობით, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ.„პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.მედია, ასევე, წერს, რომ აშშ დააჩქარებს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.აგრეთვე დაგაინტერესებთ:🔴 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები🔴 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი🔴 ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის - ანდრეი იუსოვი🔴 შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან პირად საუბრებში კრემლის ლიდერი თავაზიანი ადამიანია და ერთმანეთს სახელით მიმართავენ🔴 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა