მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 700-მდე „აზოვსტალის“ დამცველი ჩაბარდა რუსეთის ჯარებს - ბრიტანული დაზვერვა

1 700-მდე „აზოვსტალის“ დამცველი ჩაბარდა რუსეთის ჯარებს

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მარიუპოლში „აზოვსტალის“ 1 700-მდე დამცველი ჩაბარდა რუსულ ჯარებს.

„1 700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი სავარაუდოდ ჩაბარდა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან. ქარხანაში უკრაინული ძალების უცნობი რაოდენობა რჩება. მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლს დაიკავებს, სავარაუდოა, რომ ისინი გადაიყვანენ თავიანთ ძალებს დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენის ოპერაცია 16 მაისიდან მიმდინარეობს. შეთანხმებების ფარგლებში მარიუპოლის დამცველები სამედიცინო დახმარების გაწევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ. სამომავლოდ იგეგმება მათი გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ფარგლებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს დონეცკის მიმართულებით

👉ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

👉რუსები შეტევაზე გადავიდნენ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მახლობლად - უკრაინის გენშტაბი

👉უკრაინელებმა სამხრეთში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და მრავალი სახის ტექნიკა გაანადგურეს

👉რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი