მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამერიკის მთელი ისტორია არის სისხლიანი განადგურების ომები, რაც აშშ-ის პოლიტიკის ხელწერად იქცა“ - დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი

„მთელი ამერიკის ისტორია არის სისხლიანი განადგურების ომები, რაც აშშ-ის პოლიტიკის ხელწერად იქცა“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ამერიკის მთელი ისტორია, დაწყებული ინდიელების დაპყრობის დროიდან, არის სისხლიანი განადგურების ომები. ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე სასტიკ განადგურებაზე. ეს გახდა ამერიკული პოლიტიკის სტილი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, - წერს მედვედევი.

მან დასძინა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ამგვარად გაანადგურა ჰიროსიმა და ნაგასაკი - „მხოლოდ ბირთვული „მანჰეტენის პროექტის“ უზარმაზარი ხარჯების გასამართლებლად“.