მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

„პეტრიოტი“

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. 

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ.

„პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

მედია, ასევე, წერს, რომ აშშ დააჩქარებს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები

🔴 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი

🔴 ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის - ანდრეი იუსოვი

🔴 შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან პირად საუბრებში კრემლის ლიდერი თავაზიანი ადამიანია და ერთმანეთს სახელით მიმართავენ

🔴 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა