კონფლიქტები

ჩეჩნეთის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან, რომ კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის, ეს ღალატად აღიქმება - უკრაინის დაზვერვა

კადიროვი, კადიროველები
1660723321
დაკოპირებულია

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ჩეჩნეთში გრძელდება უკრაინაში საომრად გასაგზავნი ოთხი ბატალიონის ფორმირება და წვრთნა.

დაზვერვის ცნობით, შექმნილ ბატალიონებში „მოხალისეების“ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების მიერ გატაცებული ადგილობრივი ახალგაზრდები არიან, ძირითადად სოფლებიდან. შეთითხნილი ბრალდებების ან სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის ქვეშ, ისინი იძულებულნი არიან, ხელი მოაწერონ კონტრაქტებს უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად.

„კაცების გატაცების პრაქტიკა სამხედრო ნაწილების შესავსებად უკმაყოფილების ტალღებს იწვევს ჩეჩნეთის მცხოვრებლებში. რესპუბლიკის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ რამზან კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად და დასაღუპავად აგზავნის. კადიროვის ასეთი პოლიტიკა აღიქმება მუსლიმების ღალატად“, - ვკითხულობთ დაზვერვის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება - ISW

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW