მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დანაკარგების გამო რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მობილიზებას ახდენენ - უკრაინის უშიშროების სამსახური

სამხედროები

უკრაინელი დამცველები რუს დამპყრობლებს ისეთ ზარალს აყენებენ, რომ რიგების შესავსებად შშმ პირებსაც კი ქირაობენ. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურს დატყვევებულმა რუსმა ჯარისკაცებმა განუცხადეს.

როგორც უსაფრთხოების სამსახური წერს, ერთ-ერთი ოკუპანტის თქმით, ბავშვობაში უბედური შემთხვევის გამო მან ერთი თვალი დაკარგა, მაგრამ ეს ვერ დაეხმარა მას იძულებითი მობილიზაციის თავიდან აცილებაში.

გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „რუს „მეომრებს“ სამედიცინო შემოწმებაც კი არ გაუვლიათ, რადგან „ჯარის დიდ ხელს“ არ აინტერესებს, ვინ წავა ფრონტის ხაზზე“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთმა უარყო ნატოში გაწევრიანების შეთავაზება 1990-იან წლებში“ - ენტონო ბლინკენი

👉 „გვაქვს შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს იარაღის მოწოდება“ - უკრაინის ელჩი გერმანიაში ოლაფ შოლცს აკრიტიკებს